მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი.

სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი.

Published on

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას და მომავალს. მიხეილ სააკაშვილი გაასამართლეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისთვის, რაც არის აბსურდული ბრალდება. თუმცა, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება აზიანებს სახელმწიფოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ეს არ ესმის და ცუდია, რომ მთელი სასამართლო სისტემა ერთი ადამიანის ხელშია. მიხეილ სააკაშვილის პროცესი ფორსირებულად მიდის მას შემდეგ, რაც უკრაინის ადმინისტრაციული რესურსი დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ რეალურად ბრალდება მოტივირებული იყო, რომ დაკვეთა შეესრულებინა. მიხეილ საააკაშვილის ექსტრადირებას არ გამოვრიცხავ, რადგან ორი ქვეყნის ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია ერთი ადამიანის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. დღეს მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...