მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მოსამართლეს შეძახილებით შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მოსამართლეს შეძახილებით შეხვდნენ.

Published on

ხმაური მოყვა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეძახილებით შეხვდნენ. საქმის პროკურორს ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები შეძახილებით შეხვდნენ. მათ პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს. პროკურორს სასამართლოს დატოვება მანდატურების თანხლებით მოუწია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ისინი პოლიტიკურ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მესამე  პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...