მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი ერთდროულად დააკავა - დეტალები

შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი ერთდროულად დააკავა – დეტალები

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა. შსს-ის ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ერთვებოდნენ დავებში, გადაწყვეტილებებს “ქურდული სამყაროს” წესების შესაბამისად იღებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარდა. “კურიერი” ერთ-ერთ მისამართზე იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საპოლიციო ღონისძიების შესახებ მათ გამთენიისას გაიგეს, თუმცა საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების პოზიცია. “კურიერი” ესაუბრა ადვოკატებს, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულებს არ შეხვედრიან. დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს მივლენ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში და ასევე, არ არის გამორიცხული, დღესვე მოხდეს დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...