მთავარისიახლეებირუსული Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისის პირველ რეისს დღეს, 10 ივლისს შეასრულებს

რუსული Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისის პირველ რეისს დღეს, 10 ივლისს შეასრულებს

Published on

მოსკოვი-ქუთაისი – რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. პირველი რეისი მოსკოვსა და ქუთაისს შორის დღეს, 10 ივლისს, 23:00 საათზე შესრულდება. ბილეთის საშუალო ღირებულება 237 დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ Red Wings-ს ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი ჰყავდა შეყვანილი. ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.

Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...