მთავარისიახლეებისამართალიინტერპოლის მიერ ძებნილი 160 ადამიანიდან 63 ეროვნებით ქართველია

ინტერპოლის მიერ ძებნილი 160 ადამიანიდან 63 ეროვნებით ქართველია

Published on

. ბოლო მონაცემებით, ინტერპოლის საძიებო სისტემაში 160 ძებნილი ფიქსირდება. მათგან 63 ადამიანი (39%) ეროვნებით ქართველია,  მათ შორის სამი  ქალია.
ძებნილებს ბრალი ტრეფიკინგში, საბუთების გაყალბებასა და საზღვრის უკანონოდ კვეთაში ედებათ. 
ძებნილთა შორის ყველაზე პატარა 21 წლის ნამიგ ჰუსეინოვია (სხეულის განძრახ დაზიანება და ხულიგნობა). ყველაზე ხანდაზმული, კი 79 წლის ასლან აბაშიძეა (ხელისუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მითვისება ან გაფლანგვა).
 
27 შემთხვევაში საქმე მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხება. ყველაზე ხშირად, ქართველები საზღვრის უკანონოდ კვეთასა და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის იძებნებიან.
 
ინტერპოლის საძიებო სისტემის მიხედვით, ძებნილი 63 ადამიანიდან, ყველაზე მეტი, 28 ქართველი რუსული მხარის მიერ იძებნება. 
 
რაც შეეხება, უგზოუკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს; ინტერპოლის ვებგვერდზე ეროვნებით ქართველი 18 ადამიანი იძებნება. მათ შორის ყველაზე პატარა, 10 წლის დანიელ მუხულიშვილია (გაუჩინარების ადგილი: კვიპროსი, 2015 წელი). ასაკით ყველაზე დიდი კი, 62 წლის ვლადიმირ ხოშბეკიანია (გაუჩინარების ადგილი: რუსეთი, 2011 წელი).

სიახლეები

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...