მთავარისიახლეები„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

Published on

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ.

ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოა ბათილაშვილს ედავება, რომ გამოქვეყნებულ ვიდეო-პოსტში ის შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს.

სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს. დიახ, სწორად კითხულობთ. ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები.

ჰოდა, რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლეოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ.

ვპოსტავ სიმბოლურად 22:00-ზე, მაშინ, როცა აქციაზე ჩემი თანამებრძოლები ამ სიმღერას ყურში ჩამკივიან ხოლმე. მინდოდა დამეწერა, მღერიან მეთქი, მაგრამ მერე ფრჩხილებში მომიწევდა მიმეთითებინა: “ავად თუ კარგად”, “რა დროსაც მე ყურსასმენებს ვიკეთებ”, ან რამე ეგეთი და უნდა მეხარჯა ზედმეტი სიტყვები. მიხარია რომ არ დავწერე.

(ჩვენში დარჩეს, არ გამოვრიცხავ, მაგ ნიშნით შეედგინათ ზოგზოგიერთებისთვის ოქმები, მაგრამ საინტერესოა, რომელი პოლიციელი გამომივიდა მარინა ბერიძე და მაგათ თავი ჯეოსტარში ხო არ ჰგონიათ?)

ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას @kordzmusic -ს:)

და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს.

მადლობა,- წერს ბათილაშვილი.

სიახლეები

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...