მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი რესტორანში გამოიჭირეს უცნობ ქალბატონთან ერთად, რომელიც... გიული ალასანია აღმოჩნდა

მიხეილ სააკაშვილი რესტორანში გამოიჭირეს უცნობ ქალბატონთან ერთად, რომელიც… გიული ალასანია აღმოჩნდა

Published on

უკრაინელ ,,დაჩი ცაგურიებს'' იაღლიში მოუვიდათ. მათ კიევში,  სასტუმრო ,,ჰაიათის'' რესტორანში  შესდიეს  მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც   უცნობი ქალბატონი ახლდა და ვახშმის თანხაც დაუთვალეს.
 
პოროშენკოს პროპაგანდისტულმა მედიამ მყისვე გავრცელა ფოტოები, სადაც მიხეილ სააკაშვილი შუახნის ქალბატონთან არის დაფიქსირებული და კაკანი ატეხეს მის მორალურ სახეზე: ,,სანამ რადას მოედანზე აქტივისტები იყინებიან, მათი ლიდერი ქალთან ერთად რესტორანში ერთობა და ძვირადღირებულ ვახშამს მიირთმევს''.
 
,,ეს შუახნის ქალბატონი… დედაჩემია, სულელო  პოროხობოტებო'' – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ტიტუშკებთან ტანდემში მოქმედ პაპარაცებს, რომელნიც ტიტუშკებისგან განსხვავებით კუნთებს კი არ ათამაშებენ, უსინდისოდ ქმნიან ვირტუალურ რეალობას და ხელისუფლებისთვის ოპონენტებთან საბრძოლველად ცრუ პროპაგანდისტულ მასალებს ამზადებენ
 
.
,,სულ გააფრინეთ?  თქვენ რუსულ პროპაგანდასაც კი მოუჯოკრეთ – მათზე გაცილებით უტვინო და სულელები ხართ. რა დადგენა უნდოდა, რომ სააკაშვილის თანმხლები ქალბატონი დედაა მისი, ხოლო ელიტურ რესტორანში ვახსმის საფასური მ მას ხალხის ჯიბიდან არ ამოუღია, ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტია და  მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი – თქვენ გინდათ ლუდის სუნით აყროლებულ იაფფასიან ბარში გაუწიოს მასპინძლობა დედას? ჯობს საკუთარ პრეზიდენტს მიხედოთ, თქვენს კუთვნილ  ფულში რომ ბანაობს  '' – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში პოროშენკოს პროპაგანდისტული მანქანის ,,ავარიას''. 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...