მთავარისიახლეები12-დან სრულად შესრულებულია ერთი პირობა, შესასრულებელია 4 - EU-ს რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

12-დან სრულად შესრულებულია ერთი პირობა, შესასრულებელია 4 – EU-ს რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

Published on

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? – საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა.

“სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.” აცხადებენ ორგანიზაციები.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შეფასება, რიგით მეოთხე სტატუსმეტრი დღეს გამოქვეყნდა და ის „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა.

სტატუსმეტრის მიხედვით, შესასრულებელია – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიარეკომენდაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;

ნაწილობრივ შესრულდა – საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;

მეტწილად შესრულდა – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;

შესრულდა – ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება;

დოკუმენტი ხელისუფლების მიერ 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს აფასებს და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...