მთავარისიახლეებისაზოგადოებამინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს...

მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს – პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა

Published on

მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა. 
 
”ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს! მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით კი, მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. 
 
მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, მშვიდობას იცავენ. 
 
ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი.
 
ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის”, -აცხადებს პრემიერი საახალწლო მიმართვაში. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...