მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი წელი ახლოვდება. გზებზე მგზავრთა ნაკადის მატების გამო პრობლემებია

ახალი წელი ახლოვდება. გზებზე მგზავრთა ნაკადის მატების გამო პრობლემებია

Published on

ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე საცობია.  „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საცობი ხაშურის შესასვლელიდან იწყება და ამ მონაკვეთის ბოლომდე გადაადგილება გართულებულია. 
 
მგზავრების თქმით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, ხაშურის მონაკვეთის გასავლელად 40 წუთი დასჭირდათ. 
„ხაშურის შესასვლელიდან იწყება საცობი და ხაშურის გასასვლელამდე გრძელდება. 40 წუთი დაგვჭირდა ამ მონაკვეთის გასავლელად. ბევრი მანქანა მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ალბათ, ეს არის შეფერხების მიზეზიც. ასევე, ბორჯომ-ბაკურიანის მხარესაც გართულებულია მოძრაობა“, – აცხადებენ მგზავრები.
 
 შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ხაშურის მონაკვეთზე იმყოფება და ცდილობს, გადატვირთული მოძრაობა განტვირთოს.

სიახლეები

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...

არ გვინდა გავხდეთ ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს-კობახიძე

იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის...