მთავარისიახლეებიაშშ მიესალმება ამ შეწყალებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციის შემცირებისკენ - დეგნანი ნიკა გვარამიაზე

აშშ მიესალმება ამ შეწყალებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციის შემცირებისკენ – დეგნანი ნიკა გვარამიაზე

Published on

“მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ” – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით:

“აშშ მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს საქმე პრობლემატური იყო დასაწყისიდანვე და აძლიერებდა პოლარიზაციას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს უკვე რამდენიმე წელია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში და შეამცირებს დაყოფას საზოგადოებაში – იმ დაყოფას, რომელიც მხოლოდ რუსეთს აძლევდა ხელს. ახლა საქართველოში არ არის დაყოფის დროს, ახლა არის გაერთიანების დრო და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ამას ხელს შეუწყობს.” ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება 22 ივნისს გააკეთა.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...