მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,როცა აკრძალვები შედეგს არ გაძლევს, ჯობია, ეს აკრძალვები მოხსნა,...

,,როცა აკრძალვები შედეგს არ გაძლევს, ჯობია, ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი” – პრეზიდენტი მარგველაშვილი ნარკოპოლიტიკის შესახებ

Published on

,,როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი'' – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ..
 
შეხვედრის მთავარ თემას ის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი შეხვედრები.
 
"მე ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარ გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობის და ლოიალურობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს – როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელოც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი", – განაცხადა პრეზიდენტმა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...