მთავარისიახლეებისაზოგადოებაარცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია - კობახიძე

არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მათ ანტიდასავლური განცხადებები არასდროს არ გაუკეთებიათ. კობახიძის თქმით, “ოცნებას” “პროქართული და პროდასავლური” რიტორიკა აქვს და ამ ხაზს მიჰყვებიან.

“ჩვენ არასდროს არ გვქონია ანტიდასავლური განცხადებები. არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია. ჩვენ ხანდახან გვიწევდა, რა თქმა უნდა, შეფასებების გაკეთება მათ არაობიექტურ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ჩვენი რიტორიკა არის პროქართული, პროდასავლური და ყოველთვის მივყვებით ამ ხაზს,” – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე ხელისუფლებას.

“რაც შეეხება 12 პუნქტს, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, დასრულდება ეს პროცესი ბოლომდე, ამ თვის დასასრულს და, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის. ეს სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან და ეს ლეგიტიმაცია დასტურდება, მათ შორის, განახლებული სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით,” – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ევროკომისია დღეს და ხვალ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულება-არშესრულებაზე მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...