მთავარისიახლეებისაზოგადოება15 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

15 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც ბრალად მოზარდის მიმართ სექსუალური დანაშაული, ასევე მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. პროცესი არასრულწლოვანი გოგოს ინტერესიდან გამომდინარე დახურული იყო.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაკავებული წარსულშიც ნასამართლევია. 15 წლის მოზარდი 11 ივნისს, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა. ის მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში გარდაიცვალა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...