მთავარისიახლეებიეკონომიკადენის გაძვირების შემდეგ შესაძლოა წყლის გადასახადიც გაიზარდოს

დენის გაძვირების შემდეგ შესაძლოა წყლის გადასახადიც გაიზარდოს

Published on

დენის გაძვირების შემდეგ შესაძლოა წყლის გადასახადიც გაიზარდოს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
 
სემეკის ბოლო სხდომაზე იმსჯელებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფებზე, რომლებიც ძალაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება.
 
გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კი დენის ტარიფი გაიზრდება როგორც კერძო, ასევე კომერციული მომხმარებლისთვის. თბილისში ელქტროენერგიის ფასმა ერთ ნახევარი თეთრით, ხოლო რეგიონებში დენის ღირებულება 1,28  თეთრით გაიზარდა.
 
„ეს არის წელს ბოლო სატარიფო სხდომა, ამით დასრულდება სატარიფო საკითხების განხილვა კომისიაში,“-აცხადებს სემეკის პრესსპიკერი ქეთევან ბერიკაშვილი.
 ფასების ზრდის მიზეზად ანალიტიკოსები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, რომ თანდათან დადგებოდა დენის, გაზის და წყლის გაძვირების საკითხი. ვ
მათი თქმით, კომუნალური გადასახადების მატება ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს და  ხელისუფლებას სფეროს დარეგულირებისკენ მოუწოდებენ.
 
მათი კრიტიკის საგანია სხვადასხვა მომწოდებლებს შორის და სესაბამისად ფასებს შორის კონკურენციის არარსებობა    და აქცენტის გაკეთება  ძალიან ძვირ სამსახურზე, როგორიც არის სემეკი ან სხვა მარეგულირებელი ორგანოები, რომელთა ხელმძღვანელები და მესვეურები იღებენ მაღალ ხელფასებს ამ დარგის განვითარების შეფერხებისთვის

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....