მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა, ჩვენ კი არა ამის გადახდა ვოლსკისაც...

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა, ჩვენ კი არა ამის გადახდა ვოლსკისაც გაუჭირდება

Published on

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა.
 
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზეც სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს.
 
კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა 22,73266 თეთრით. 
 
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე – 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე – 21.083 თეთრს. 
 
ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.. 
 
 ტარიფების გაზრდას  ქართული ოცნების წარმომადგენელი გია ვოლსკი გამოეხმაურა:  გადასახადების გადახდა ჩვენც გვიჭირს – გვანუგეშა მან

 

 

სიახლეები

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...