მთავარისიახლეებისამართალიეს არის ტყუილი, უმჯობესია, მინისტრმა გახარიამ ახლავე თქვას სიმართლე

ეს არის ტყუილი, უმჯობესია, მინისტრმა გახარიამ ახლავე თქვას სიმართლე

Published on

პანკისის ხეობის უხუცესები და დუისის ადგილობრივი მოსახლეობა ამ წუთებში დუისის საგანმანათლებლო ცენტრში არიან შეკრებილი და  ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
 
უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელის ზაურ გუმაშვილის თქმით, ისინი წესრიგის მომხრეები არიან და არ ეწინააღმდეგებიან ხეობაში სამართალდამცველთა მოქმედებებს, თუმცა მიუღებელია რადიკალური მეთოდები., მათ შორის, როცა  სპეცრაზმი უკიდურეს მეთოდს იყენებს და მძინარე ახალგაზრდას ესვრის.
საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილზე, რომელიც სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაჭრეს.  
 
 
მისი ოჯახის წევრები   კატეგორიულად უარყოფენ შს სამინისტროს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ემირლან მაჩალიკაშვილი „დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა ს მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო დაზიანება“
მათი თქმით ახალგაზრდას ტავის საძინებელსი, მძინარეს ესროლეს და არავითარი იარაღი მას იმ მომენტში არ ქონია., რომ რამენაირი წინაარმდეგობის გაწევა ეცადა. 
 
 ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნუგზარ  წიკლაურის ინფორმაციით,  ,,პანკისის ხეობის მკვიდრს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ძალოვანებმა შუაღამისას, საკუთარ სახლში თავში ესროლეს.
სისხლის კვალი ბალიშზე მეტყველებს, რომ თემირლანს ამ დროს ეძინა.
შს სამინისტროს სურს, მომხდარი ახსნას წინააღმდეგობის გაწევით თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან და საუბრობს გაურკვეველ ყუმბარაზე, რომელიც თითქოს დაჭრილს ბალიშის ქვეშ ედო (!!!).
ეს არის ტყუილი, რომელსაც არავინ დაიჯერებს.
უმჯობესია, მინისტრმა გახარიამ ახლავე თქვას სიმართლე და დაჭრილის გამწარებულ ოჯახს, პანკისის ხეობელებს და საქართველოს მოქალაქეებს უსინდისო ბრალდებით არ მიაყენოს შეურაცხყოფა. – აცხადებს ნიგზარ წიკლაური.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...