პოეტ ზვიად რატიანის მხარდასაჭერიაქცია გაიმართა ზუგდიდში. ცენტრალურ ხეივანში შეიკრიბნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დაგმეს ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან. „ ერთად გავაპროტესტოთ ძალადობა, რომლის მორიგი მსხვრეპლი გახდა პოეტი ზვიად რატიანი.სოლიდარობა ზვიად რატიანს!!!“- ამ სახელწოდებით აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები მწერლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებიმა გუშინ თბილისში გააკეთეს.ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2 დღის წინ, გვიან ღამით დააკავეს, პოლიცია მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება. პოეტმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 საათზე მეტი გაატარა. ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ კი მან თქვა, რომ ის რამდენიმე პოლიციელმა სცემა და, გარდა ამისა, ძალადობა ხელკეტებით 4 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ზუგდიდში ზვიად რატიანის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება
ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...
სიახლეები
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...
სიახლეები
არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე
"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...
სიახლეები
თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...