მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება

Published on

დღეს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8 – კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ”სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არაერთხელ დადასტურდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ხმის დამთვლელი კომისიის მხრიდანაც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს არჩევნების ლეგიტიმურ პროცესს და მოუწოდებს ყველა ადვოკატს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გაიმართება სპორტის სასახლეში, 23 დეკემბერს; მონაწილეთა რეგისტრაცია 12:00-15:00 საათზე დაიწყება”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...