მთავარისიახლეებიმსოფლიოიერუსალიმის სტატუსზე დაგეგმილი კენჭისყრის წინ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან...

იერუსალიმის სტატუსზე დაგეგმილი კენჭისყრის წინ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ

Published on

იერუსალიმის სტატუსზე გაეროში დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი დღეს გენერალურ ასამბლეაზე უნდა უყარონ, აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს.მანამდე გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დავალება, ჩაინიშნოს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ.“პრეზიდენტი ამ კენჭისყრას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჩვენ თითოეულ ხმას ჩავინიშნავთ” – განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ.ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელშიც წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლა უკანონოდ უნდა გამოცხადებულიყო.დოკუმენტს მხარი საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო აშშ-ი, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს.ამის გამო დაინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა, რომელზეც იგივე რეზოლუციას 193 ქვეყანა უყრის კენჭს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....