მთავარისიახლეებიკულტურადადიანების საგანძურის უნიკალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

დადიანების საგანძურის უნიკალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

Published on

 


მუზეუმის საერთაშორისო დღეს თბილისში  ხელოვნების სასახლეში გაიხსნა ზუგდიდის დადიანების სასახლეებში დაცული  სამეგრელოს მთავრების უნიკალური საგანძურის გამოფენა.

 
ხელოვნების სასახლის საექპსოზიციო დარბაზებში წარმოდგენილია ნაპოლეონ პირველის ნიღაბი, საფრანგეთისა და რუსეთის საიმპერატორო ოჯახების ძვირფასი ნივთები, ფაიფური და ბროლი. აქვე იხილავთ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკო დადიანისთვის ექსკლუზიურად დამზადებულ ჭურჭელს.

თბილისში პირველად იფინება დადიანების სამხედრო კოლექცია, მათ შორის გამორჩეულია ოქროთი და ვერცხლით მოსევადებული ცეცხლსასროლი იარაღი, ფრანგული შაშხანები, ოსმალური დამბაჩები, ქართული ხმლები. 

გამოფენაზე წარმოდგენილია ოქროს ალბომი, რომელიც დადიანებს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ აჩუქა, ჩინეთის იმპერატორის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი ძვირფასი ლარნაკი და სხვ. 

გამოფენა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

სიახლეები

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...