მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება- მიხეილ სააკაშვილი

მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინული პოლიტიკური პარტიის ”ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისი ”სახლში ჩაკეტვა”. ”ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო აქ. აქ იყო უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, მომავალი მინისტრები და ა.შ.”, – განაცხადა სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-თან საუბარში.კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს. აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.    

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...