მთავარისიახლეებიმსოფლიომანჰეტენზე აფეთქება მოხდა. ახლომდებარე მეტროს ხაზებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

მანჰეტენზე აფეთქება მოხდა. ახლომდებარე მეტროს ხაზებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

Published on

 დასავლური მედიის ცნობით, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე აფეთქება მოხდა. ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. შემთხვევის ადგილზე დაშავებულია ერთათერთი  ადამიანი, რომელიც ამავე დროს  ეჭვმიტანილია აფეთქების მოწყობაში. იგი დაკავებულია და კლინიკა, სადაც დახმარება უტარდება, პოლიცის მიერ არის გარშემორტყმული/ 
როგორც NBC-ს ნიუ-იორკის პოლიციის მაღალჩინოსანმა განუცხადა,  პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, ადგილი პოლიციის ცოცხალი ჯაჭვით არის შემოსაზღვრული.
Port Authority-ს, სადაც აფეთქება მოხდაამერიკის უმსხვილესი ავტოსადგურია და წელიწადში 65 მილიონ ადამიანს ემსახურება.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...