მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია“ - მიხეილ...

,,აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია“ – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ,,მოკითხვას უთვლის”‘.

Published on

მიხდდილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან ჩაერთო კურიერის გამოშვებაში და გუში კიევში გამართულ სოლიდარობის აქციაზე გააკეთა კომენტარი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ მაიდნის აქციების შემდეგ პირველად იხილა ასეთი მასშტაბური აქცია. მისი თქმით, ხალხი არის დიდი ძალა.  მისი მხარდამჭერები მის საცხოვრებელ სახლთან ათენებდნენ ღამეებს. 
„როცა პირველად წაართვეს ჩემი თავი პოლიციას, იქ ერთმა ადამიანმა გადაისხა ბენზინი და ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან სანთებელა, თავს იწვავდა. ისეთი რაღაცეები ჩაატარეს, ძალიან მაგარი ხალხია," – აცხადებს სააკაშვილი. 
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის შთაბეჭდილების ქვეშ არის უკრაინელი ხალხის გმირობით. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ მხარდამჭერებს საქართველოში, რომლებიც ამ წუთებში სოლიდარობის აქციას მართავენ.
 
სააკშვილის ვარაუდობს, რომ საპატიმროში არ გადაიყვანენ, რადგან უამრავი ხალხია შეკრებილი და ასე უკრაინის ხელისუფლება აღარ გარისკავს.
 
„საპატიმროში უკვე ვეღარ ბედავენ იმიტომ, რომ იმდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რომ ახლა რომ დამაპატიმრონ, მთელს ციხეს დაშლიან აგურებათ, ახლა სახე რომ შეინარჩუნონ საშინაო პატიმრობა იქნება. რა თავის აგდებაა, რა საშინაო პატიმრობა?!“ – განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
 
რაც შეეხება საქართველოში ექსტრადირებას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის თავად ყოფილ პემიერს ბიძინა ივანიშვილს.
 
„ეს ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ,  ჩემი თავი შემოევლოს ორ ოლიგარქს, მაგრამ მერე? ახლა იწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
შეგანხსენებთ, რომ ეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში გააკეთა. ის სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე.  

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...