მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება

Published on

,,ჩემი რჩევა ხელისუფლებას'' – საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება:

,, ჩემის აზრით ესეც მომზადებული მახეა!!!!!!
ამ საუბარზე (უკრაინელების მიერ ჩაწერილს თუ თვით მიშასი გავრცელებულს) ხელისუფლება თუ რამე რეაგირებას მისცემს, ჩაჯდება კიდევ ერთხელ ნაციონალების მიერ მომზადებულ ყალიბში ! გვარამიას რომ დაბრალდეს სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა და ამის გამო დაიჭირონ, უკვე მზად ექნებათ ლოზუნგები და დემარშები : “ადამიანის უფლებების დარღვევა” ,“მოსმენების აღდგენა” და ასე შემდეგ და ხელისუფლება კიდევ ერთხელ თავის მართლების რეჟიმზე გადავა!… 
ამიტომ ჩემი რჩევა ხელისუფლებას : “გაატარეთ!” ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნელნელა ეწურებათ ნაცებს თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე…. 
ამიტომ ყველაზე სწორი მიდგომა არის სიწყნარე, და არ აყოლება! არც სამოქალაქო დაპირისპირება გვემუქრება, არც სახელმწიიფო გადატრიალება ! ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და არა მგრადი პოლიტიკა! დანარჩენი არის არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომელსაც მხოლოდ ერთი რამე შეუძლია : ხელისუფლებას აურიოს გზა და კვალი და მის გასაკეთებელ საქმიდან გადაიყვანოს უაზრო და უმიზნო ორომტრიალში…'' – წერს სალომე ზურაბიშვილი

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...