მთავარისიახლეებისამართალი13 წლის გოგო, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ტრაგედია დიდ დიღომში

13 წლის გოგო, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს – ტრაგედია დიდ დიღომში

Published on

საშინელი ტრაგედია თბილისში: დაახლოებით საღამოს 11 საათის შემდეგ დაკარგული 13 წლის ანა დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, რაგბის სტადიონთან, უკაცრიელ ადგილას, გარდაცვლილი იპოვეს: ბავშვი ძაღლს ასეირნებდა და როცა შინ დაბრუნება დააგვიანდა, ოჯახმა მაშინვე მისი ძებნა დაიწყო, პარალელურად, შსს-საც მიმართა.

სამსაათიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი, სავარაუდოდ, ბაწრით გაგუდული გოგოს გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ცდილობდა – ექიმები 40 წუთზე მეტხანს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ბავშვს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

“როგორც კი ამბავი გავიგეთ, ქუჩაში გავედით, უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ სანამ მივედით იქამდე, სადაც ეს ამბავი ხდებოდა, გვითხრეს, უკვე იპოვესო. 13 წლის გოგოს ცხედარს დავყურებდი, დამუნჯებული ვარ, ყელზე ბაწრის კვალი ემჩნეოდა, ახლახან გაიყვანეს”, – უთხრა ოდიშინიუსს თვითმხილველნმა ირინა ზარანდიამ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტრაგედიის ადგილთან მისასვლელი გზა გადაკეტილია, პოლიცია ცხელ კვალზე გასვლას ცდილობს, თუმცა, ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი არ არის შეკითხვაზე, რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი.

ოდიშინიუსი უსამძიმრებს ანას ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს ამ დიდი ტრაგედიის გამო.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....