მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

ბათუმში აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

Published on

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 4 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ქალის ღია ტრავმა და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. პირველადი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მთლიანად დაზიანებულია ახვლედიანის 12 ნომერში მდებარე სამსართულიანი კორპუსი, ასევე მიმდებარე საცხოვრებლები და შენობის გარშემო მდგარი მანქანებიც.  წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილია 9 ოჯახი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის გამოყენების წესების დარღვევას გულისხმობს. ტერიტორია გვიან ღამით მერიამ დაასუფთავა და საცხვრებელი სახლების  დაზიანებული  სახურავები დროებით შეაკეთა. რამდენად ვარგისიანი იქნება საცხოვრებლად ის კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მესხის განცხადებით, ბათუმში მდებარე კორპუსში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კოპრუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...