მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ

Published on

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა აცხადებენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გაყალბდა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.ჯანაშიას თქმით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე სახის გაყალბებას, მათ შორის იყო ბიულეტენები, რომლებზეც შესაბამისი ბეჭედი არ იყო დარტყმული, ამასთან ბიულეტენების რაოდენობა გაცემულ ბიულეტენებზე მეტი აღმოჩნდა.მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრებს ბიულეტენები ჩანთაში ეწყოთ და ყველა ამ ბიულეტენზე დავით ასათიანის კანდიდატურა იყო შემოხაზული.“ამ გაყალბების ფაქტების შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები არსებობს. აქედან გამომდინარე, არჩევნების ნამდვილობა თავიდან ბოლომდე დგას ეჭვქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი. შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ არჩევნების ბათილად ცნობას. თითოეული ფაქტი ცალკე აღებული არჩევნების შედეგის ბათილობისთვის სრულიად საკმარისია“, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გუშინ ჩატარდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, დაინიშნოს მეორე ტური.თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა.ხმის მიცემის პროცესში სულ 2324 ადვოკატი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.გასული რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...