მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიული ალასანია: „ჩემმა შვილმა ისეთი გზა აირჩია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ამის...

გიული ალასანია: „ჩემმა შვილმა ისეთი გზა აირჩია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ამის თანმხლებია“

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მისი შვილი უკრაინის ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული. 
 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალასანიამ განუცხადა, მას საკმაოდ მწირი ინფორმაცია გააჩნია შვილის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, თუ საჭირო გახდება, უკრაინაში ის პირადადაც ჩავა. 
 
„მისი დაკავება სრულიად უკანონოა. სად გაგონილა ასეთი ამბავი, თან დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია და ევროკავშირისთვის ემზადებიან. თუ საჭირო ვიქნები, მეტყვიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავალ. ჩემი ინიციატივით არსად არ ჩავალ, რომ ხელი არ შევუშალო. საქმე როგორც მოითხოვს, ისე მოვიქცევი“, – განაცხადა გიული ალასანიამ. 
 
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანია ვარაუდობს, რომ მის შვილს შესაძლოა ფილტვების ანთებაც ჰქონდეს. 
 
„მე ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს, რადგან ტელეფონით ვერ ვუკავშირდები, თვითონ ვერ მიკავშირდება და ასე შემთხვევით ვიღაც თუ რამეს მეტყვის. ვიცი, რომ გაცივდა. არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ან აქვს ფილტვების ანთება, მაგრამ ხშირად ჰქონდა ბავშვობაში, აქედან გამომდინარე, მიდრეკილება აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის დედამ.
 
რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, გიული ალასანიას თქმით, მისმა შვილმა „ისეთი გზა აირჩია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ამის თანმხლებია“. 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...