მთავარიUncategorized"ტრ*კები აწიეთ და საბრძოლო მასალები მოგვაწოდეთ!" - პრიგოჟინი გენერლებს

“ტრ*კები აწიეთ და საბრძოლო მასალები მოგვაწოდეთ!” – პრიგოჟინი გენერლებს

Published on

კერძო სამხედრო ჯგუფ ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი გენერლებს მიმართავს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაგნერელებს ფრონტის წინახაზზე საბრძოლო მასალები საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება.

მისი თქმით, მისი კავშირები, ნაცნობობა და გავლენა ამ პრობლემის გადასაჭრელად უძლური აღმოჩნდა, რადგან ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ კონკრეტული მოხელე თითს ზემოთ იშვერს და ამბობს: “ზემოთ უნდა გადაწყვიტონ”, ზოგი კი, პრიგოჟინის თქმით, პირდაპირ ეუბნება, რომ მას “ზემოთ” ბოდიში აქვს მოსახდელი და მხოლოდ ამის შემდეგ, ვაგნერელები საჭირო საბრძოლო მასალებს მიიღებენ.

ევგენი პრიგოჟინი პირდაპირ ამბობს, რომ იცის არათუ კონკრეტული სამხედრო ნაწილების, საწყობებისა და ყუთების ნომრებიც კი, სადაც საბრძოლო მასალები ინახება და ფრონტის წინახაზზე არ იგზავნება.

არსებულ სიტუაციას პრიგოჟინი “საბრძოლო მასალების შიმშილს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ სიტუაციის გამო, ახლა ორჯერ მეტი ვაგნერელი იხოცება, ვიდრე იმ შემთხვევაში დაიხოცებოდა, მიწოდების საკითხი რომ ნორმალურად იყოს გადაწყვეტილი:

” ვეკითხები 140 მილიონ რუსს: ვის წინაშე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მივმართავ გენერლებს, ოქროს თეფშებით რომ სადილობენ და თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს დუბაიში და სხვაგან უშვებენ დასასვენებლად: აწიეთ ტრ**ები და მოგვაწოდეთ საბრძოლო მასალები! ვინც ამას ხელს უშლის, ის პირდაპირ მტერზე მუშაობს, მტრის გამარჯვება სურს!”, – ამბობს პრიგოჟინი გავრცელებულ აუდიომიმართვაში.

აუდიოჩანაწერს მოისმენთ ოდიშის ტელეგრამ არხზე, ამ ბმულზე ( არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა):

https://t.me/tvodishi/7652

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...