მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა

Published on

ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა , რითაც გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა.
პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული 
ღარიბაშვილმა  მოქალაქეებს  სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"მინდა, მივმართო ყველას, ჩვენს მოსახლეობას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც იქნება მიმართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყნის, ხალხის დასაცავად", – განაცხადა მან.  

 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...