მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ შეიძლება ადამიანი წამებით მოვკლათ - მარგველაშვილი

არ შეიძლება ადამიანი წამებით მოვკლათ – მარგველაშვილი

Published on

“საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა.

“საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება, ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია, ნებისმიერ ადამიანზეა აქ საუბარი, ნებისმიერ დამნაშავეზე ან უდანაშაულოზე. და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი ორჯერ ავაფეთქეთ უბრალოდ გადარჩა და მესამე პრეზიდენტს წამებით ვკლავთ და ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, ეს არის ამ მიმართვის შინაარსი”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შექმნა, რომელსაც ქართული საზოგადოების გარდა, ხელს აწერენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე 6 თებერვალს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...