სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ მედიააში გავრცელებული ფარული საუბრების წარმომავლობასა და აუთენტურობას დაადგენენ. იზორიას თქმით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უკვე 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. იზორიას თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანაშმრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები: "მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობის და აუთენტურობის დადგენა, დაიკითხება საუბრის მონაწილე ყველა პირი", – განაცხადა იზორიამ. მისივე თქმით, სუს-მა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს დახმარების მიზნით. გუშინ გავრცელდა უკრაინულ საიტზე ფარული საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და "ბოევიკების" გამოყენებით. გვარამიამ და ბოკერიამ გუშინვე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ფარული ჩანაწერები ნამდვილია.
სიახლეები
სიახლეები
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ,...
საზოგადოება
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...
საზოგადოება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება
“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...