მთავარისიახლეები"ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი აღარ არსებობდეს" - გიული ალასანია ბრეგაძის განცხადებაზე

“ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი აღარ არსებობდეს” – გიული ალასანია ბრეგაძის განცხადებაზე

Published on

“ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ არ იყოს ეს სააკაშვილი არსა, არსად აღარ არსებობდეს” – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა.

გიული ალასანიამ კომენტარი მესამე პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ პარენრერალურ კვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს, რადგან იცის, რომ ამის გამოცდილება კლინიკას არ აქვს.

მესამე პრეზიდენტის დედამ რატი ბრეგაძის გუშინდელ განცხადებასაც პასუხობს, და იუსტიციის მინისტრს ახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არა თვითდაზიანების რეჟიმშია, როგორც ამას “ქართული ოცნება” ამტკიცებს, არამედ აქვს არაერთი მძიმე დიაგნოზი, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.

“არ ვიცი ბატონ რატის ვისგან აქვს ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ მე ყოველ ჯერზე გამოვდივარ და რაც მთავარია, მე მოწმე ვარ ყველაფერის. რა თვითდაზიანებაც ეს არის, ძალიან კარგად ვხედავ. რეკომენდაციაა, რომ უნდა ჭამოს, მიიღოს კალორიები და რომ ვერ იღებს? რა ვქნათ? ეს არის მისი ავდმყოფობა სწორედ. [პარენტერალურ კვებას] არ თანხმდება იმიტომ, რომ ყოველი მხრიდან ესმის, რომ სააავადმყოფოს არ აქვს ამის გამოცდილება. მადლობა ღმერთს, რომ გვყავს პატიოსანი ექიმები. ყველა ექსპერტი, ვინც იყო ჩართულიუ იმ კონსილიუმში ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. მათ აღმოაჩნდათ პროფესიული კეთილსინდისიერება და ცოდნა და მივიღეთ ის დასკვნები, რომელიც შეესაბამება რეალობას. ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ არ იყოს ეს სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს”,- ამბობს გიული ალასანია.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ “პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს”. ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თვითდაზიანებაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას იხსნის.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...