მთავარისიახლეებიჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

Published on

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება. ეს მათ დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში, როდესაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის ღირსება, ადამიანებს აწამებდნენ, ბიზნესის რეკეტი იყო მათი ხელწერა, ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება, და ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ადგილი. […] აქ საუბარია 3+1 პოლიტიკურ პარტიაზე, ჯამში მათ აიღეს დაახლოებით 30% ხმების, რაც ცოტა არ არის – ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში 2024 წელს.

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, არის სხვა ქვეყნის მაგალითი ისტორიული გამოცდილებიდან, სადაც ამაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავდა კონკრეტულ ანტიკონსტიტუციურ პარტიას. ანუ ეს არ არის თავისთავად არგუმენტი. თუ პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, ის უნდა აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, შესაბამისი სარჩელით ჩვენ მივმართეთ სასამართლოს.

ჩვენი სურვილია, რომ ამ 4 რადიკალური, არაკონსტიტუციური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...