მთავარისიახლეებიჩასართავია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

ჩასართავია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

Published on

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 თვის განმავლობაში დამძიმებულია და საჭიროა ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები.

მისივე თქმით სასამართლოზე წარმოადგენენ დამატებით დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება არამხოლოდ ახალი დიაგნოზები, არამედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, ამ შემთხვევაში საუბარია კოვიდინფექციაზე.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 თვის განმავლობაში დამძიმებულია. ჩვენ შევისწავლეთ სამედიცინო ბარათის ჩანაწერები ნოემბერ-დეკემბრის და იანვრის მდგომარეობით და ცენტრი ემპათია უერთდება ამერიკელი გასტროენტეროლოგის მიერ დასმულ ახალ დიაგნოზებს ეს გახლავთ კლინიკური მალაბსორფცია და კახექსია და წარმოდგენილ იქნება დამატებითი დასკვნა სასამართლოსთვის, სადაც გარდა ამ დიაგნოზებისა, აღწერილი იქნება მისი მდგომარეობის დამძიმების სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა კოვიდინფექცია, ეს არის ძალიან დიდი რისკი და ისედაც ჩვენ რაც შევისწავლეთ. გუშინ მულტიდისციპლინური ექსპერტთა ჯგუფის შეკრება გვქონდა და ის მიუთითებს, რომ ჩასართავია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს , თუმცა კლინიკა “ვივა მედის” , დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამის საჭიროება არ არის.

კოვიდინფიცირებული მესამე პრეზიდენტი, დღეს სპეციალური წესების დაცვითა და ხელწერილის საფუძველზე, დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

სიახლეები

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...