მთავარისიახლეებისაზოგადოებაბუნდესტაგში "მთავარი არხისა" და "ფორმულას" წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ბუნდესტაგში “მთავარი არხისა” და “ფორმულას” წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

Published on

ბერლინში, ბუნდესტაგში ამ წუთებში ქართული კრიტიკული მედიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ. “მთავარი არხისა” და “ფორმულას” წარმომადგენლები გერმანელ კანონმდებლებს საქართველოში მედიამენეჯერების სისხლისსამართლებრივ დევანსა და ზეწოლის ფაქტების შესახებ უყვებიან.

ბერლინში იმყოფება “მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი, ასევე, “ფორმულას” დირექტორი, ზუკა გუმბარიძე.

“ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვისაუბრებ იმაზე, რომ ყველაზე კრიტიკული არხის მედიამენეჯრის, ნიკა გვარამიას უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პერსონალური პრობლემა და ეს ზიანს უქმნის მთელ მედიაგარემოს, აჩენს დაუცველობის შეგრძნებას”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა.

გერმანული მხარიდან შეხვედრას ესწრებიან ბუნდესტაგის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, ასევე ანალიტიკოსები. შეხვედრა “თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის” და GRASS ორგანიზებით შედგა. ის დახურულ რეჟიმში იმართება.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....