მთავარისიახლეებიმსოფლიორა არის ცნობილი ბროვარის ტრაგედიაზე - ყველაფერი ერთ სტატიაში

რა არის ცნობილი ბროვარის ტრაგედიაზე – ყველაფერი ერთ სტატიაში

Published on

18 იანვრის დილას, ბროვარის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე უკრაინის შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გახმოვანებული ბოლო ცნობის თანახმად, ტრაგედიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი, შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ვერტმფრენში დაღუპულთა გარდა, დაიღუპა კიდევ სამი ბავშვი, რომლებიც საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. კიდევ 25-მა ადამიანმა, მათ შორის ბავშვებმაც, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

როგორც თვითმხილველები აღწერენ, ვერტმფრენი საბავშვო ბაღის შენობას შეეხო, რის შემდეგაც ვერტმფრენი ნაწილებად დაიშალა და ერთი ნაწილი ინერციით გადავარდა საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარე 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს. 

სწორედ ამ კორპუსში მცხოვრებლები არიან ის მოქალაქეები, ვინც ბავშვების გარდა დაზიანდნენ ამ ავიაკატასტროფის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურსა და ნაცპოლიციას მომხდარის დეტალურად გამოძიება დაავალა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზთან დაკავშირებით ყველა ვერსიას განიხილავს.

შსს ხელმძღვანელობა Super Puma ვერტმფრენით მიფრინავდა, საბორტო ნომრით 54. ამ ტიპის ვერტმფრენებს ფრანგული კომპანია Aеrospatiale 1978 წლიდან აწარმოებს. რომელ წელს იყო გამოშვებული ვერტმფრენი, რომელიც ბროვარში ჩამოვარდა, ჯერ უცნობია. 

უცნობია ასევე, კონკრეტულად რა გახდა კატასტროფის მიზეზი. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა: “კომისია, რომელშიც შევლენ საავიაციო სფეროს სპეციალისტები, ყველაფერს შეისწავლის, მაგრამ ამას რამდენიმე დღე სჭირდება, ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენა შრომატევადი საქმეა”, – განაცხადა მან. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დილით განაცხადეს, რომ შს მინისტრი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები “ფრონტის ერთ-ერთ ცხელ წერტილში” მიფრინავდნენ, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად სად მიემგზავრებოდა დენის მონასტირსკი. 

შესაძლოა თუ არა, ავიაკატასტროფა მინისტრის ამ კონკრეტულ მარშრუტთან იყოს დაკავშირებული – ამ შეკითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ უპასუხიათ და განაცხადეს, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდებიან. 

ავიაკატასტროფას უკვე მოჰყვა რეზონანსი მსოფლიოში. ევროკავშირის პრეზიდენტმა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა უკვე გამოუცხადეს თანაგრძნობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. 

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...