მთავარისიახლეებისაზოგადოებამიკერძოებულია - პენიტენციურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა

მიკერძოებულია – პენიტენციურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა

Published on

თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და არსებობს აცილების საფუძველი – პენიტენციური სამსახური ლევან მეტრეველის აცილებას ითხოვს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე თარჯიმანია და ის ამერიკელი ექსპერტების ჩვენებებს თარგმნის. პენიტენციურის მტკიცებით, მეტრეველის საჯარო განცხადებები და წინა სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები მიკერძოებულია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მეტრეველი ექიმია და ოფიციალურად აქვს უფლება მოპოვებული, შეასრულოს თარჯიმნის ფუნქცია, ერთ-ერთი სათარმგმნელო ბიუროს მხრიდან.

გარდა ამისა, ხაჭაპურიძის თქმით, მეტრეველს სამედიცინო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და კარგად იცნობს სპეციფიურ ტერმინოლოგიას, არ წარმოადგენს მხარეს და გაფრთხილებულია არასწორი, ან ცრუ თარგმანის შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მეტრეველს მოუწოდა, საჯარო სივრცეში თავი შეიკავოს განცხადებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე.

მეტრეველმა მოსამართლეს უთხრა, რომ ამ პირობას ვერ მისცემს და საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას არ აპირებს, რაზეც მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მოუწევთ მასთან დამშვიდობება.

საბოლოოდ, მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ლევან მეტრეველი დღევანდელ სასამართლოზე მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არევაძემ არ გამორიცხა, მომდევნო სხდომაზე ისევ მიუბრუნდეს ამ საკითხს.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...