მთავარისიახლეებიპაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

Published on

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გარე ჩარევის საფრთხეებზე ისაუბრებს.

“დღეს იქნება ასამბლეის ძირითადი დღე, როცა გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივ ფორმატში გავმართოთ შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა შედგება ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. იქნება შესაძლებლობა, ასამბლეას სიტყვით მივმართო. კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და ვაჩვენოთ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...