მთავარისიახლეებისამართალიქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავეს

Published on

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს.ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% – 24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 8000 ლარი.სუს-ის ცნობით, 2017 წლის I დეკემბერს გიორგი ნ.-მ  მოქალაქისგან ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი აიღო, რა დროსაც ის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...