1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში გამართა კონფერენცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა. „პრაიმედის“ ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციას არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები დაესწრნენ. კონფერენციის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მოეწყო სამოქალაქო აქცია „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“. მოხალისეებმა ზუგდიდის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ასევე ჩატრადა ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს დააწესა გაერომ. მაშინ შიდსი ახალი, სულ რამდენიმე წლის “აღმოჩენა” იყო. შიდსთან ბრძოლის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში 856 (აქედან ზუგდიდი – 580), 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 577 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა.
შიდსის დღეს ზუგდიდში სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა
სიახლეები
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...
საზოგადოება
“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე
დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...
სიახლეები
სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს
პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...
საზოგადოება
ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...