მთავარისიახლეებისაზოგადოებასიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების ახალ დამარცხებამდე მიყვანაში- ზელენსკი

სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების ახალ დამარცხებამდე მიყვანაში- ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი შეეცდება ამ წლის ბოლო დღეები უკრაინელებისთვის ბნელი და რთული იყოს. მან მოსახლეობას სთხოვა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და მზად იყვნენ სხვების დასახმარებლად.

“ამ წელის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი შეეცდება ეს დრო ჩააბნელოს და გაგვირთულოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების აჟიოტაჟით ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ.

ვიცი, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების ახალ დამარცხებამდე მიყვანაში. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როცა უკრაინელები ერთად არიან და ერთმანეთის მადლიერები არიან, ვერავინ დაამარცხებთ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...