მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ავადმყოფი ლეკვი“ უწოდა , ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ...

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ავადმყოფი ლეკვი“ უწოდა , ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა სრულიად განადგურდება – განაცხადა აშშ ელჩმა გაეროში

Published on

გუშინ ჩრდილოეთ კორეამ მორიგი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ფხენიანში  განაცხადეს, რომ ახალ რაკეტას აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია.
ფხენიანის ამ განცხადებას  შეერთებულ შტატების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. 
გამოცემა The Hill – ის ცნობით,. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს „ავადმყოფი ლეკვი“ უწოდა და ოფიციალური ფხენიანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთა. თეთრი სახლის ინფორმაციით შეზღუდვები ამჯერადაც ეკონომიკურ სექტორს შეეხება.
 
„ჩვენი საგადასახადო რეფორმა უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს, ვინაიდან ეს გადასახადები ამერიკის ეკონომიკისთვის სარაკეტო საწვავი გახდება… პატარა ადამიანი-რაკეტა კი უბრალოდ ავადმყოფი ლეკვია“, – განაცხადა ტრამპმა საგადასახადო რეფორმაზე საუბრისას.
 
გაეროში ამერიკის ელჩმა  ნიკი ჰაილიმ ჩრდილოეთ კორეის ქმედების  საკითხთან დაკავშირეით  მოწვეულ საგანგებო სხდომაზე ყველა ქვეყანას ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთიბები გაწყვეტისკენ მოუწოდა. 
დიპლომატის თქმით, პირველ რიგში, ფხენიანს გაეროში ხმის უფლება და პრივილეგიები უნდა ჩამოერთვას, უნდა შეწყდეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი და გაეროს სხვა ქვეყნებმაც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელონ.
ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა სრულიად განადგურდება.- განაცხადა მან
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...