მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს გაირკვევა ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს

დღეს გაირკვევა ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს

Published on

დღეს პარლამენტში კენჭს  უყრიან  ახალი სახალხო დამცველის კანდიდატებს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ ნინო ლომჯარიას, რომელიც კანონმდებლების წინაშე პლენარულ სხდომაზე  გუშინ წარდგა. 
 
 „ქართული ოცნების“ რიგებში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის, ლომჯარიას კანდიდატურას თავად წარმდგენი უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ უმრავლესობის მხარდაჭერა მაინც მას ექნება. 
 
ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მიუღებელი არ არის ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა მათ, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის დანარჩენ ნაწილს, პრეტენზიები სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აქვთ. 
 
„სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად. მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.
 
ამდენად საპარლამენტო იმცირესობა კენჭისყრაში დღეს მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს.
 
ოპოზიციის ამ  განცხადებებს უპასუხა სახალხო დამცველობის კანდიდატმა.
„სახალხო დამცველის კანდიდატურა შეირჩა შიდა დისკუსიების და განხილვის შედეგად, ვინაიდან მუსირებდა აზრი, რომ თითქოს ეს იყო მიღებული გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ დღევანდელმა პროცესმაც და საკომიტეტო განხილვებმაც აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს დისკუსია უმრავლესობაში,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...