მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის გამგეობასთან უბინაოდ დარჩენილი ოჯახი შიმშილობს

ზუგდიდის გამგეობასთან უბინაოდ დარჩენილი ოჯახი შიმშილობს

Published on

დღეს დილიდან ზუგდიდის გამგეობის შენობის შესასვლელთან 78 წლის ციალა ჯოჯუამ და მისმა შვილმა ლალი ცირდავამ  უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ''დედაჩემი  მწოლიარე ავადმყოფია და მისთვის თუნდაც ხანმოკლე შიმშილობა სასიცოცხლო რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ'' – ამბობს ლალი ცირდავა 

დედა-შვილი  ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარი ბინის დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს,  მისი მტკიცებით, მათ ეს ბინა თაღლითური გზით წაართვეს საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ ციცო მამარდაშვილმა და გამგეობის ააიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ .

ზურაბ ალანია მედიასთან კომენტარებში კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ციალა ჯოჯუასა და ლალი ცირდავას მოთხოვნა უსაფუძვლოა – ეს  ოჯახი წლების წინ ე.წ. საკონსერვო ქარხნის კორპუსის 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და საბინაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა.  როცა სოციალურად დაუცველთა კატეგორიისათვის აშენებულ  10 სართულიან საცხოვრებელ ახალ კორპუსში ბინების განაწილება მოხდა, ამ ოჯახს, როგორც სოციალურად დაუცველს ,    სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა ერგო.  თუმცა,  მოგვიანებით მათ ეს ბინა იმ იმედით, რომ ძველ ბინას დაიბრუნებდნენ, გაყიდეს  და უბინაოდ დარჩნენ,  თუმცა გაფრთხილებული იყვნენ და იცოდნენ, რომ ახალი ბინის მიღების შემთხვევაში ძველი ჩამოერთმეოდათ. მათი ყოფილი ბინა უკვე სხვა ოჯახსა აქვს მიკუთვნებული და ასეც რომ არ იყოს, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან ერთხელ უკვე მიიღეს სანაცვლო ბინა. 

 თავის მხრივ, აქციის მონაწილეები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის შესრულებამდე.  ,,თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ დაგვეხმარა,  მთავარი პროკურატურასთან ან გუბერნიასთან გადავინაცვლებთ'' – აცხადებს ლალი ცირდავა. 

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...