მთავარისიახლეებისამართალი,,სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი ადამ გუმაშვილი არ არის - იგი ...

,,სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი ადამ გუმაშვილი არ არის – იგი საქართველოში არ ჩამოსულა, სირიაშია და იქიდან დაუკავშირდა ოჯახს” – აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე

Published on

,,ჩატაევი მკვდარია. მან შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი. ასევე მეორე პირმაც, რომელიც აფეთქების ტალღამ გარეთ გადმოაგდო, ერთმა კი –  ადამ გუმაშვილმა სპეცრაზმს ეზოში ცეცხლი გაუხსნა და მისი ლიკვიდირება მოხდა.'' –  ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ”რუსთავი 2”-მა გუშინ  თავის წყაროებზე დაყრდნობით.
ჩატაევის შემდეგ ახლა უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები აღიძვრის ადამ გუმაშვილთან   დაკავშირებით –  თუ ეს ნამდვილად გუმაშვილია, გამოდის, რომ საქართველოში ჩატაევთან ერთად  ისლამური სახელმწიფოს ერთერთი საველე მეთაური და ლიდერი იმყოფებოდა. 
ადამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.  “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანებამდე იგი საქართველოს მოქალაქე იყო. ის წარმოშობით, სოფელ ჯოყოლოდანაა 

 
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი აცხადებს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ადამ გუმაშვილი არ არის. მისი თქმით, მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები პირი, რომლის ლიკვიდაციაც ხდება, ადამ გუმაშვილი არ არის, იგი  ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვის და სპეცოპერაციის შემდეგ  ოჯახს დაუკავშირდა.
ადამ გუმაშვილი, რომელიც ჩემი ძმისშვილია,  მე პირადად არ დამკავშირებია, თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები მეუბნებიან, ის საქართველოში არ ჩამოსულა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუმაშვილი ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ოჯახს სირიდან დაუკავშირდა და თავს კარგად გრძნობს", 
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იგეგმება ცრუ ინფორმაციების გავრცელება.ზუსტად ვიცი ეს ვის ინტერესებშიც შედის და ვინ ცდილობს ჩემი ოჯახის სახელის შელახვას. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნუ ცდილობენ ადამ გუმაშვილის სახელის გამოყენებით რაიმე ზიანი მიაყენონ ჩემს ოჯახს. ჩემი და ადამ გუმაშვილის ახლო ნათესაური კავშირის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა არ მაქვს და არ ვერევი მის საქმიანობაში.''- განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.
 
 

 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...