მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერ მისიტრი ღარიბაშვილი:"მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა...

პრემიერ მისიტრი ღარიბაშვილი:”მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”…

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობასა და ცალკეულ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს , რომ სასამართლოსადმი გაკეთებული განცხადებებისას კორექტულები იყვნენ. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არ შეიძლება, ვინმემ სასამართლოს მოუწოდოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.
"მე კატეგორიულად ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას, რომ "რუსთავი 2"-ის პროცესებში ჩვენი მთავრობა არის რაიმე ფორმით ჩართული. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს თავისუფალ გარემოში დამოუკიდებელი, ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა, განურჩევლად თანამდებობისა, თუ სხვადასხვა პრივილეგიისა, ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ეს არის ჩემი პოზიცია და მინდა ყველას – პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას მოვუწოდო, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ვიყოთ კორექტულები", – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. 
"მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – ეს ძირითადად ეხებოდა უფრო კრიმინალურ საქმეებს. როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს? ეს არ არის, მეგობრებო, ჩვენი საქმე. ეს არის დამოუკიდებელი, ობიექტური სასამართლოს საქმე", – აღნიშნა პრემიერმა.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...