მთავარისიახლეებისაზოგადოებავანო გოლოშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ვანო გოლოშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

Published on

თბილისში, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 
 
ადგილზე დილიდან იწყეს მისვლა გარდაცვლილის მეგობრები, ახლობლებმა და რიგითმა  მოქალაქეებმა, რომლებიც ოჯახს უსამძიმრებენ.
 
დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიამ და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა.
 
 
დაღუპულ სპეცრაზმელთან  გამოსათხოვებლად ქაშუეთში მისულთა განწყობის ტიპური ნიმუშია  მიშა ვაშაკიძის პოსტი პირად  ფეისბუქგვერდზე: ,,ვანო გოლოშვილი მუდამ იქ იდგა სადაც მისმა სამშობლომ მოიხმო, ამიტომაც მან, გვერძე დგომას, მარსდისობაში გმირად შესვლა არჩია, როგორც ნამდვილ ვაჟკაცსს და მამულისშვილის შეჰფერის!
შენისთანებზე დგას საქართველო და ჩვენც უკლებლივ ვიდგებით შენს ნაკვალევზე ძმაო ჩვენო, საქართვეოა შენთან!
ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და დაგვამარცხებს! ''

 
გარდაცვლილ სპეცრაზმელს დღეს  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
 
ივანე გოლოშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....