მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია...

ზუგდიდში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამა იწყება, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე გაკეთდება. პროგრამა ჯანდაცვის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა წარუდგინა. პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორების მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.პრევენციის ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ადრეული გამოვლენა და მკურნალობა. ქვეყანას ეძლევა რეკომენდაცია უზრუნველყოს მაღალი რისკის ჯგუფების პირთა სულ ცოტა 90%-ის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, აივ/ინფექცია შიდსსა და C ჰეპატიტზე. პილოტური პროექტის ფარგლებში აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისების ინტეგრირებული მოდელის შემუშავება, პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თემის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა დაავადებათა გამოვლენის საკითხებში, ამ მიზნით მოკლევადიანი მულტიდისციპლინური ტრენინგების პროგრამის შემუშავება და ჩატარება თითოეულ მუნიციპალიტეტში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...